Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Internship at the Institute for Comparative and Transnational Criminal Law of TSU Faculty of Law

გაცნობებთ, რომ ცხადდება სტაჟირების კონკურსი თსუ იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტში. 

 

შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტი დაფუძნებულია იურიდიულ ფაკულტეტზე. სტაჟირების მიზანია ინსტიტუტის საქმიანობაში სტუდენტების ჩართულობა, მათი უნარ-ჩვევების განვითარება და ინსტიტუტის საქმიანობის ხელშეწყობა პროექტების დაგეგმვისა და ჩატარების უზრუნველყოფით.

 

  • სავალდებულო მოთხოვნა: იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო (მე-5 სემესტრიდან) ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები.
  • სტაჟირების ფორმატი: ჰიბრიდული (დავალების სპეციფიკიდან გამომდინარე).
  • სტაჟიორის ფუნქციები: ინსტიტუტის საქმიანობის, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად ღონისძიებების, მათ შორის კონფერენციების დაგეგმვა/ჩატარება, მიმდინარე/ახალი პროექტების მხარდაჭერა და სხვ.
  • სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე.
  • სტაჟირების დასრულება: სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
  • დაინტერესებულმა პირმა სარეგისტრაციო ელ.ფოსტაზე უნდა გამოგზავნოს:
    • CV (ბიოგრაფიული რეზიუმე);
    • სამოტივაციო წერილი 1 გვერდამდე;
    • ამონაწერი სასწავლო ბარათიდან.
  • განაცხადები მიიღება ელ.ფოსტაზე: iclinstitute@tsu.ge სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟირება შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტში".
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.

 
კანდიდატთა შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, დოკუმენტების შეფასებისა და გასაუბრების საფუძველზე.